OWN.GE

არის გამარტივებული ონლაინ სამყარო, რომელიც მუდამ მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, რადგან მომხმარებელს საუკეთესო გარემო შეუქმნას.

განვითარება

ინოვაციები და ახალი იდეები არასდროს აკლდა სამყაროს. ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებასთან ერთად ვვითარდებით ჩვენც, როგორც ინდივიდები და ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნილებებიც უფრო მეტად იზრდება, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე პიროვნულად და ეს ცოდნა თუ განვითარება გავუზიაროთ ჩვენ პარტნიორებსა და თითოეულ მომხმარებელს.

ინდივიდუალიზმი

თითოეული ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს განსხვავებული შეხედულება და მოთხოვნილება.
"გემოვნებაზე არ დაობენო", რომ ამბობენ სწორედ იმას ადასტურებს ეს ფრაზა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მის შეხედულებას თავისივე ახსნა აქვს, ამიტომ ჩვენ თითოეული ადამიანის შეხედულებას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ და ვერგებით. ჩვენთვის ჩვენი მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თანადგომა

ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შესაძლებელია თანადგომით, ამიტომ ჩვენი კომპანია მუდამ ეცდება დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც მხოლოდ ფიზიკური მაღაზიებით ოპერირებენ ბაზარზე და მოახდინოს მათი პროდუქციის სრული გაციფრულება.

დაგვიკავშირდით

ტელეფონი
(+995) 568 434 434
ელ.ფოსტა
info@own.ge

საიტის მოხმარების წესები

  • განვადებით ყიდვის შემთხვევაში, განვადების ფორმაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ.
  • განვადების დამტკიცების შემთხვევაში ჩვეულებისამებრ ამოქმედდება სტანდარტული წესები.
  • განაცხადის შევსება შესაძლებელია ჩვენთან მითითებული ბანკებით, და მათი დამტკიცებაც შესაბამისად ხდება თქვენს მიერ არჩეული ბანკის განვადების მენეჯერთან.
  • იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ ნივთი საწყობში არ მოიპოვება, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
  • მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად, აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
  • საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საიტზე ინფორმაცია შეჰყავს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
  • საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
  • საიტზე ინფორმაციის შეყვანისას მომხმარებელი უფლებას აძლევს საიტის ადმინისტრაციას გამოიყენოს ეს ინფორმაცია შეძენილი ნივთის გადასაცემად.
  • საიტის წესებიდან გამომდინარე მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.